აშშ-მ რუსეთის ტექნოლოგიურ კომპანიებსა და 13 პირს ახალი სანქციები დაუწესა

31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ახალი სანქცები დაუწესდა მიკროსქემების უმსხვილეს მწარმოებლებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს. კერძოდ 13 პირსა და 21 ორგანიზაციას, მათ შორის სააქციო საზოგადოება „მიკრონს“ - რუსეთში მიკროელექტრონიკის უმსხვილეს მწარმოებელსა და ექსპორტიორს, ამასთან მიკროსქემების უდიდეს მწარმოებელს ამ ქვეყანაში.

სამინისტრომ გააფართოვა სანქციების სფეროში უფლებამოსილება, რომელიც ეხება რუსეთის ეკონომიკის აეროკოსმოსურ, საზღვაო და ელექტრონულ სექტორებს, რაც ვაშინგტონს შესაძლებლობას მისცემს, სანქციები დაუწესოს ამ სექტორებში მომუშავე ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს.

Wall Street Journal-ის ცნობით,  26 მარტს ცნობილი გახდა, რომ „თეთრი სახლი“ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებდა.

აშშ-მა სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო დუმის 12 დეპუტატს დაუწესა. ახლა კი სანქცირებულთა სიაში 328 პოლიტიკოსია. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. 

ასევე წაიკითხეთ 

აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს

ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი  

ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა

საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა 

აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება

Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს 

Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის  

ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს